მესხური ოდა
,,მესხური ოდა" 300 წლის ტრადიციული მესხური სახლია პატარა სოფელ ჩობარეთში, ასპინძიდან 15 კმ.ში დასავლეთით. შენობაში არის პატარა, მაგრამ ძალიან საინტერესო ეთნოგრაფიული მუზეუმი და რესტორანი. აქ შეგიძლიათ ყველა სახის ტიპიური მესხური კერძები გასინჯოთ, როგორიცაა პური ,,სომინი" ან ცნობილი ყველის სახეობა ,,ტენილი".